Wednesday, April 30, 2014

დისკრიმინაციის რაობა

დისკრიმინაცია ნიშნავს ადამიანების უთანაწორო, არასამართლიან მოპყრობას, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ეს მიმართულია რაიმე ნიშნით განსხვავებული ადამიანების ჯგუფის წინააღმდეგ.ნიშნავს.ფართო დეფინიცია კი ამბობს, რომ ეს არისცალკეული პირების,ჯგუფების ან რომელიმე ერთობისათვის თანაბარი სოციალური,პოლიტიკური ან ეკონომიკური პირობების არარსებობა.“ „დისკრიმინაცია ეს არის რაციონალურ დასაბუთებას მოკლებული,ცალკეული პირების,ჯგუფების უფლებების შეზღუდვის ან მათდამი უარყოფითი დამოკიდებულების ფორმა,რომელიც ფიზიკურ და ბიოლოგიურ ნიშნებზე აგებულ უფლებათა და უფლებამოსილებათა დიფერენციაციაში გამოიხატება“ (სამოქალაქო განათლების ლექსიკონი-დისკრიმინაცია) ასხვავებენდე ფაქტოდადე იურე“ ,ასევე პოზიტიურ და ნეგატიურ დისკრიმინაციებს. “დე ფაქტოდისკრიმინაცია არის საზოგადოების გაბატონებული ფენის მიერ უმცირესობის დისკრიმინაცია, რომელიც უფრო საზოგადოებრივ ნორმებსა და მოპყრობაში გამოიხატება,ხოლოდე იურესამართლებრივ დონეზე მოქმედებს და მისი აღმოფხვრა კანონმდებლობის შეცვლის საშუალებითაა შესაძლებელი.რაც შეეხება პოზიტიურ დისკრიმინაციას, ეს არის როდესაც საზოგადოებაში იურიდიულად მარგინალიზებული ჯგუფებისათვის ხდება საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვის ხელმისაწვდომობა,სწორედ მათი მადისკრიმინირებელი ფაქტების, ტერმინების გამოყენებით (მაგალითადშავკანიანი“).ხოლო ნეგატიური დისკრიმინაცია კი დისკრიმინაციის ის ფორმაა,რომელსაც ყველანაირად საზიანო შედეგი მოაქვს პიროვნებებისა და საზოგადოებებიათვის .სოციალურ გარემოში დისკრიმინაციის სხვადასხვასფეროებიშეიძლება გამოვყოთ,მაგალითად რასობრივი დისკრიმინაცია,სექსიზმი,ეიჯიზმი,ეთნიკური დისკრიმინაცია,დისკრიმინაცია ადამიანის ფიზიკურად დაავადების , პირადი შეხედულებების, პოლიტიკური თუ რელიგიური მრწამსის გამო და .. ასევე, ჩემი აზრით , დისკრიმინაციას განიცდიან განსხვავებულობის მქონე ადამიანები,რომლებიც რაღაცით გამორჩეულნი არიან და არ ჰგვანან საზოგადოების უმრავლესობას. როგორც ჩანს,კაცობრიობის ისტორიის მანძილზე დისკრიმინაცია საკმაოდ ფესვგადგმული და ისტორიულ-კულტურულად ჩამოყალიბებული მოვლენაა.მაგალითად ჯერ კიდევ საუკუნეების წინ არსებობდა ადამიანთა დევნის ფაქტები მრწამსის ან რელიგიის საფუძველზე,რასაც საბოლოო ჯამში მრავალწლიან ომებამდე,გადასახლებებამდე და ინკვიზიციამდე მიყავდა საზოგადოებები,ახალი და პროვოცირებული სოციალური პრობლემების დასაწყისამდ...უახლოეს წარსულშიც სრულიად ღიად ხდებოდა ადამიანთა კონკრეტული ჯგუფების დისკრიმინირება, მაგალითისთვის გერმანიაში ჰიტლერის ფაშისტური რეჟიმისას სექსუალური უმცირესობების,ეთნიკური ებრაელების და ბოშების მაგალითიც კმარა,რომელთაც თავიანთ თავზე გამოსცადეს უდიდესი ფიზიკური ტანჯვა და ფსიქოლოგიური სტრესი.თუმც დისკრიმინირება ასე ღიად როდი ხდება ყოველთვის, ხშირად ეს საკითხი შეუმჩნეველი და არააქტუალურია,თუმცა თავისი გრძელვადიანი შედეგები პიროვნებათა ცხოვრებაში აუცილებლად მოაქვს. დისკრიმინაციაგანცდილ ადამიანებს უვითარდებათ (ან ახორციელებენ ) არასრულფასოვნების კომპლექსი, დაბალი თვითშეფასება,ემოციური დაძაბულობა, პესიმიზმი,აგრესიულობის და აღგზნებადობის მომატება,ტრანსფერული ან პირდაპირიძალადობა,სხვადასხვა ფიზიკური და ფსიქოლოგიური დაავადებები და . დისკრიმინაციის ბუნებიდან და მრავალფეროვნებიდან გამომდინარე საკმაოდ რთულია მასთან ბრძოლა,განსაკუთრებით როდესაც საქმე გვაქვსდე ფაქტოდისკრიმინაციასთან,სადაც ბრძოლა ადამიანთა ცნობიერების დონეზე ხდება. ხშირია როდესაც სხვადასხვა კულტურებში დისკრიმინაციული აზრები ადამიანთაღირებულებადდა პიროვნების განუყოფელ ნაწილადაა ქცეული,და მათთან ბრძოლა საკმაოდ დიდ დროს,ენერგიასა და ძალისხმევას მოითხოვს.თუკი ადამიანს თავად არ სურს დისკრიმინაციულ აზრებთან ბრძოლა, თუ არ გამოხატა ამისათვის მზაობა, ცვლილება ვერ მოხდება.თავის მხრივ კი როდესაც დისკრიმინაციას განიცდიან მათში ეს ცვლილების საფუძველი ხდება,ხშირ შემთხვევაში ნეგატიური ცვლილების საფუძველი. დისკრიმინაცია უცხო ხილი არც ქართული საზოგადოებისთვისაა